თიბილოვი: სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, თბილისთან დიალოგი შედგება
ცხინვალის სეპარატისტული
რეჟიმის ლიდერი 24 ოქტომბერს ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრის წინ აცხადებს,
რომ მზადაა ოფიციალურ თბილისთან სასაუბროდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ქართული
მხარე ცხინვალის დამოუკიდებლობას აღიარებს, ხელს მოაწერს ძალის გამოუყენებლობის
შეთანხმებას და ამასთან, შეფასებას მისცემს „ქართულ აგრესიას.“
ამის შესახებ თიბილოვმა
ადგილობრივ მედიასსაშუალებასთან ინტერვიუში განაცხადა.
ამასთან, ოსური მხარე
„საქართველოს მიერ მიყენებული ზიანის კომპენსაციასაც მოითხოვს“.
„თუკი არსებული რეალიების
აღიარება არ მოხდება, ურთიერთობებში რაიმე პოზიტიურ ცვლილებებზე საუბარი
შეუძლებელია,“ - განაცხადა თიბილოვმა.
Internet.ge