აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით თათბირი გამართა, რომელზეც განაცხადა, რომ სოხუმი არ აპირებს ამ დისკუსიებზე განიხილონ ის "მეორეხარისხოვანი საკითხები", რომლებსაც თანათავმჯდომარეები წამოჭრიან ხოლმე.
კერძოდ, "ჩვენ არ გვაინტერესებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხები, დევნილთა თემა და ა.შ, რომელსაც არ აქვს კავშირი შექმნილ პოლიტიკურ რეალიებთან,”
- განაცხადა ალექსანდრე ანქვაბმა.
მისი თქმით, სოხუმი ელოდება საომარი მოქმედებების დაუშვებლობასა და ამ საკითხში საერთაშორისო გარანტიების იურიდიულად გაფორმებას, სხვა თემები კი არ აინტერესებს.
ანქვაბი ასევე შეეხო აფხაზეთში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატების ვიზიტების თემას და აღნიშნა, რომ სოხუმში ყველა ქვეყანას შეუძლია მიავლინოს თავისი წარმომადგენელი, თუმცა მხოლოდ ისინი, რომლებიც რუსეთში იქნებიან აკრედიტებულები ან უშუალოდ თავის ქვეყანას წარმოადგნენ.
თათბირზე ანქვაბმა ასევე აღნიშნა, რომ პირდაპირი ორმხრივი მოლაპარაკებები თბილისთან გამორიცხულია.
Internet.ge