ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილმა ყოფილმა ე.წ. შს მინისტრმა თავი მოიკლა
აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. შს მინისტრმა ალმაზბეი კჩაჩმა თავი
მოიკლა. მან თვითმკვლელობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სახლში სამართალდამცავები
ესტუმრნენ და ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმასთან კავშირის გამო მისი დაკავება დააპირეს.
„როდესაც სამართალდამცველები დაინახა, კჩაჩი, სახლში
ჩაიკეტა. მას შემდეგ, რაც ოპერატიულმა მუშაკებმა სახლში ფანჯრიდან შესვლა მოახერხეს, მათ საწოლზე
ცხედარი დაინახეს, რომელსაც ხელში პისტოლეტი ეკავა. კჩაჩმა თავი მოიკლა“ - ამბობენ
აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროში.
„ინტერფაქსის“ ინფორმაციით, ალმაზბეი კჩაჩი ანქვაბზე 22
თებერვალს განხორციელებული ტერაქტის ორგანიზატორობაში იყო ეჭვმიტანილი.
კჩაჩი ე.წ. მინისტრი ვლადისლავ არძინბამს პერიოდში იყო. 2009 წლის ე.წ.
საპრეზიდენტო არჩევნებში ის ოპოზიციონერი კანდიდატის ბესლაბ ბუთბას მხარდამჭერი
იყო.
როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ დაკავებულ, ანქვაბზე
განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილ პირთა შორის არის ადგილობრივი ბიზნესმენი
ანზორ ბუთბა, რომელიც ერთ-ერთი ვერსიით სწორედ ბესლან ბუთბას ნათესავია.
Internet.ge