აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრი ლეონიდ ლაკერბაია აფხაზეთში საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობას აფასებს და თვლის, რომ მათ ყურადღების კონცენტრირება გალის რაიონზე უნდა მოახდინონ.
ამის შესახებ ლაკერბაიამ შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰუმანიტარული დახმარების დეპარტამენტის ხელმზღვანელთან შეხვედრაზე განაცხადა.
ლაკერბაიას თქმით აფხაზეთს რუსეთი ეხმარება და ამიტომ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, სასურველია გალის რაიონში იმუშაონ, რაც მისი თქმით, საზღვრისპირა რაიონში ცხოვრებას გააუმჯობესებდა.
Internet.ge