იური ჩაუსოვი: ბელორუსის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შანსი ნულის ტოლია
პოლიტოლოგი იური ჩაუსოვი აცხადებს,
რომ ბელორუსის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების თემა ჟურნალისტებმა წამოჭრეს
და სწორედ მათ დასვეს კითხვა ბელორუსისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის
შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. ჩაუსოვის თქმით, აღნიშნულ შეხვედრაზე ეს საკითხი სავარაუდოდ,
სულაც არ განხილულა.
ამასთან, პოლიტოლოგი თვლის,
რომ ბელორუსი, როგორც ეუთოს მონაწილე, ერთგულია პრინციპისა, რომ ევროპაში საზღვრები
ურღვევია. ამიტომ, ალბათობა იმისა, რომ ოფიციალური მინსკი ახლო მომავალში აღიარებს
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას, ნულის ტოლია - აცხადებს ჩაუსოვი.
Internet.ge