მურატ ჯიოევი: სამხრეთ ოსეთის პასპორტების ცნობა საქართველოს მხრიდან ჰუმანიტარული ტყუილია
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმიწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველო აპირებს აღიაროს აფხაზური და სამხრეთ ოსური პასპორტები, სხვა არაფერია, თუ არა სიცრუე.
ამის შესახებ პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა ახალი ხალხი, რომლებიც თავიდან, მათი აზრით, ლამაზად შეფუთულ წინადადებებს წამოაყენებენ, ისევე, როგორც ამას შევარდნაძე და სააკაშვილი აკეთებდნენ.
- საქმე იმაშია, რომ სამხრეთ ოსეთი და მისი ხალხი უკვე ჩამოყალიბებულია და საქართველოსთან ურთიერთობა სურთ, როგორც მხოლოდ მეზობელ სახელმწიფოსთან – განაცხადა ჯიოევმა. ამასთან დასძინა, რომ თუ ზაქარეიშვილსა და მთავრობის სხვა წევრებს კეთილმეზობლური ურთიერთობები ჰქონდეთ ცხინვალის რეგიონთან, ჯერ მისი დამოუკიდებლობა უნდა აღიარონ.
ჯიოევმა სახელმწიფო მინისტრის წინადადებას ჰუმანიტარული ტყუილი უწოდა, რომელზეც ოსი ხალხი არ წამოეგება.
internet.ge