ჩინური მხარე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს რუსეთის ზრუნვაზე
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობის აღიარების საკითთან
დაკავშირებით, - ამის შესახებ ცხინვალის საინფორმაციო-ანალიტიკური გამოცემა
„ოსრადიოს“ ინფორმაციით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის
მოადგილემ, ჩენ გოპინმა განაცხადა.
„ოსრადიოს“ ცნობით, გოპინის თქმით, სწორედ რუსეთის ამ დამოკიდებულების გამო,
ჩინეთს განსაკუთრებული მიდგომა აქვს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის
დამოუკიდებლობის აღიარების საკითხში.
თუმცა სეპარატისტულ რეჟიმებსა და ოკუპანტებს, ამ განცხადების გამო დიდი იმედები
მაინც არ უნდა ჰქონდეთ. ჩენ გოპლინს სულაც არ დაუკონკრეტებია რაში მდგომარეობს ეს
„განსაკუთრებული პოზიცია“. უფრო სწორედ, მისმა განცხადებამ ცხადყო, რომ
ოკუპირებული ტერიტორიების ცნობას ჩინეთი სულაც არ აპირებს.
იმავე „ოსრადიოს“ ინფორმაციით, მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ „ჩინეთის
ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპი სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩურევლობის პოლიტიკაა“.
„გარდა ამისა, ჩვენ ყოველთვის ვემხრობით სახელმწიფოებს შორის ნებისმიერი სადაო
სიტუაციის მშვიდობიანად გადაწყვეტას“ - დასძინა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის
მოადგილემ და ისიც აღიარა, რომ ასეთი პასუხი „ცოტა დიპლომატიურად“ ჟღერს.
internet.ge