გოკა გაბაშვილი: სეპარატისტები ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვალის წაშლით არიან დაკავებულნი
16:43 26.03.2012
|
დღის სიახლეები
|
მმართველი გუნდის წევრის, დეპუტატ გოკა გაბაშვილის შეფასებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე, სეპარატისტები, ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვალის წაშლით არიან დაკავებულნი. როგორც ჟურნალისტებს გაბაშვილმა განუცხადა, საფრთხე, რომელიც ანქვაბის განცხადებიდან მომდინარეობს არის ის, რომ ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვალი წაიშალოს. შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ანქვაბი, ქართული კულტურული ძეგლებისთვის: ბედიის, მოქვისა და სხვა, ტაძრებისთვის, სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|