ალექსანდრე
ანქვაბზე თავდასხმაში ბრალდებულებმა აღიარეს, რომ ადრეც ჰქონდათ ანქვაბის მკვლელობის მცდელობა, - თანაც ორჯერ. ინფორმაციას სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. შსს აქვეყნებს.
კერძოდ,
მათ დაადგინეს, რომ ანზორ ბუთბა, ალხაზ და თემურ ხუტაბა, რამზი ხაშიგი და ასევე, ძებნაში მყოფი რუშბეი ბარციცი, 2011 წლის ნოემბერში და 2012 წლის 10 თებერვალს, - 22
თებერვლის
ტერაქტამდე
12 დღით ადრე, სეპარატისტული რეჟიმის ლიდერის მოკვლას ცდილობდნენ. შესაბამისად, მათ მიმართ ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
შეგახსენებთ,
ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილმა ორმა ადამიანმა - ალმასბეი კჩაჩმა და თემურ ხუტაბამ, ორივემ თავი მოიკლა.
Internet.ge