ცხინვალის რეგიონში ვლადიმერ სანაკოევის
დასაჭერად ემზადებიან. სანაკოევმა, რომელიც თბილისში, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის წევრი და
მოძრაობა „კოკოითი ფანდარასტ“-ის სულისჩამდგმელი იყო, საქართველო 2011 წელს
დატოვა, როცა განაცხადა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა.
რამდენიმე დღის წინ კი, ოსურმა საინფორმაციო
საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ვლადიმერ სანაკოევი ცხინვალის რეგიონის
ტერიტორიაზე იმყოფება.
როგორც ცნობილია, მის მიმართ სეპარატისტული
რეჟიმის გენპროკურატურაში ხელისუფლების ძალისმიერი გზით მიტაცების ბრალდებით
სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ე.წ. პროკურატურა სანაკოევის „სამხრეთ ოსეთის“
ტერიტორიაზე ყოფნას, ჯერ-ჯერობით, არ ადასტურებს და აცხადებს, რომ თუ ის მაინც
გამოჩნდება ოკუპირებულ რეგიონში, მაშინვე დააკავებენ.
Internet.ge