ცხინვალის რეგიონის სეპარატისტული რეჟიმის
ლიდერი ლეონიდ თიბილოვი დღეს, სოჭში, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაცია სოჭში გუშინ
გაემგზავრა.
როგორც ადგილობრივი გაზეთები იტყობიანებიან,
რუსეთის პრეზიდენტთან საუბრის ძირითადი თემა რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური
აღდგენის საკითხი იქნება.
ეს თიბილოვის პირველი „უცხოური ვიზიტია“ ე.წ.
პრეზიდენტად არჩევის შემდეგ.
შეგახსნებთ, ვლადიმერ პუტინი გუშინ სოჭში კიდევ
ერთი ოკუპირებული რეგიონის ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა, რომელთანაც
სხვადასხვა საკითხებთან ერთად „საქართველოსთან საზღვრის ერთობლივ კონტროლზეც“
ისაუბრეს.
internet.ge