მახაჩკალის სამ რაიონში ჩატარებული
კონტრტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად, განადგურებულია 3 მაისის ორმაგი
ტერაქტის ორგანიზატორად დასახელებული
ბანდფორმირების ლიდერი.
ჰუსეინ მამაევი მშენებარე სახლში იყო გაგამრებული და
სამართალდამცავების მოწოდებაზე - დანებებოდა, სროლა დაიწყო, - წერს „ლაიფ-ნიუსი“
ნაციონალური ანტიტერორისტული კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
საპასუხო სროლის შედეგად, ჰუსეინ მამაევი ლიკვიდირებულ იქნა. ტერაქტების კიდევ სამი ორგანიზატორი კი იძებნება.
ორმაგი ტერაქტი მახაჩკალაში 3 მაისს მოხდა. შედეგად, 13
ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.
Internet.ge