GE / EN
საინფორმაციო პორტალი
რეგიონი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს ბრალი წაუყენეს
14:17 16.05.2012
დღის სიახლეები

აფხაზეთის ე.წ.გენერალურმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა მიმდინარე წლის 22 თებერვალს ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულ ანზორ ბუთბას, ალხას ხუტაბა და რამზი ხაშიგს.

მათი ქმედება კვალიფიცირებულია, როგორც შეიარაღებულ ბანდაში მონაწილეობა, ასევე სახელმწიფო პირის სიცოცხლის ხელყოფა მისი მოღვაწეობის შეწყვეტის მიზნით, ასევე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა სიცოცხლის ხელყოფა, სადაც ტერაქტის დროს ანქვაბის დაცვის ორი წევრი სასიკვდილოდ დაიჭრა.

ბუთბა, ხუტაბა, ხაშიგი, ასევე ძებნაში მყოფი რუშბეი ბარციცი და ასტამურ ხუტაბა, როგორც გამოძიებამ დაადგინა, მოქმედებდნენ დანაშაულებრივი ბანდის შემქმნელებისა და ორგანიზატორების - პაველ არძინბასა და ალმასბეი კჩაჩის (რომელმაც ამ საქმის გამო თავი მოიკლა) მითითებით. მათი ხელმძღვანელობით 2011 წლის აგვისტოსა და ოქტომბერში, ასევე 2012 წლის 22 თებერვალს, მათ, ცეცხლსასროლი იარაღითა და ასაფეთქებელი საშუალებებით შეიარაღებულებმა, ხელყვეს ანქვაბისა და მისი თანმხლები დაცვის წევრების სიცოცხლე.

უახლოეს დღეებში გამოძიება ბრალს წარუდგენს ამ საქმის მონაწილე კიდევ ოთხ პირს - ედლარ და ედგარ ჭითანავებს, თამაზ ბარციცსა და მურთაზ საკანიას.
2012 წლის 14 მაისს, პაველ არძინბას მიმართ, რომელიც ბანდის ორგანიზატორად სახელდება და რომლის უშუალო ხელმძღვანელობითაც 2007 წელს ასევე ანქვაბზე თავდასხმა განხორციელდა, დაუსწრებლად იქნა გამოტანილი ბრალდებულად ცნობის დადგენილება. გუშინ კი ასევე დაუსწრებლად მისი დაპატიმრების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.


გამოძიება ასევე ამოწმებს აღნიშნული პირების სხვა სისხლის სამართლის დანაშაულებებთან კავშირსაც, - ამის შესახებ სააგენტო „აპსნიპრესი“ აფხაზეთის ე.წ. გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით წერს.

Internet.ge 
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ცესკოში სადავო უბნების შესახებ დისკუსია დღეს განახლდება1
მმართველი გუნდის პარტიული ყრილობა ახალციხეში ვანო მერაბიშვილმა გახსნა2
NDI: ივანიშვილის მოწოდებაზე ქუჩაში გამოკითხულთა 16% გავა3
30 წლის ქალმა სამზარეულოს დანა გადაყლაპა4
„გადაიხადე ან მოკვდები“ – ასეთი შინაარსის შეტყობინებას ათასობით ადამიანი იღებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X