GE / EN
საინფორმაციო პორტალი
რეგიონი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ცხინვალი ეუთოს მისიას ისევ უპირისპირდება
14:39 16.05.2012
დღის სიახლეები

ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც უარჰყოფს ქართულ-ოსური კონფლიქის ზონაში ეუთოს მისიის აღდგენის შესახებ რაიმე მოლაპარაკების არსებობას.

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მათეო მეკაჩის განცხადებამ იმის შესახებ, რომ ეუთო ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მისიის აღდგენას ივლისში გეგმავს, - რაზეც  გაზეთი „ვზგლიადი“ 2012 წლის 15 მაისს წერდა, ცხინვალში აღშფოთება გამოიწვია. სამხრეთ ოსეთში ეუთოს ასეთი გეგმის შესახებ არაფერი სმენიათ, რადგანაც არანაირი მიმართვა არ ყოფილა და არც მოლაპარაკებები მიმდინარეობს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებასთან“ - ნათქვამია განცხადებაში.

მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო უწყება დასძენს, რომ 2008 წლის აგვისტოს „ქართული აგრესიისა“  და რეგიონის „საერთაშორისო აღიარების“ შემდეგ, აღარც „ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონა“ არსებობს. არამედ, სახეზეა, ორ „მეზობელ სახელმწიფოს“ შორის დაურეგულირებელი ურთიერთობები. „ამიტომ, გაუგებარია, სად აპირებს ბატონი მეკაჩი ეუთოს მისიის განთავსებას“ - აღნიშნულია განცხადებაში.

იქვე განმარტებულია, რომ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, ეუთოს „არ შეეძლო და აღარც მუშაობს სამხრეთ ოსეთში ძველი მანდატით, ახალი მანდატი კი ჯერ არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ეუთოს მისიის წარმომადგენლების საქმიანობისა და პოზიციის მიმართ სერიოზული პრეტენზიები არსებობდა, სამხრეთ ოსეთმა არაერთხელ მიმართა ეუთოს ხელმძღვანელობას, რათა განეხილათ მომავალი ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს შემდეგ წარმოქმნილი რეალიებისა და რესპუბლიკის აღიარების გათვალისიწინებით. თუმცა დღემდე, ამ საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან არანაირი დადებითი რეაქცია არ ჩანს. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ მზად ვართ ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობისთვის, რომლებიც პატივისცემას ამჟღავნებენ სამხრეთ ოსეთის ხალხისა და შექმნილი პოლიტიკური რეალიების მიმართ“ - ნათქვამია სეპარატისტების განცხადებაში.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
უმცირესობა პარლამენტის შენობის დასრულებისთვის საჭირო თანხის მოძიების ინიციატივით გამოდის1
ზურაბ აბაშიძე: გრიგორი კარასინთან როგორც საქმიანი, ისე პირადი ურთიერთობა მაკავშირებს2
დიმიტრი შაშკინი: მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო საქართველო იმ იმედით, რომ დავბრუნდები3
მიხეილ სააკაშვილი: ხელისუფლების მშვიდობიანი ცვალებადობა ჩვეულებრივ ამბად უნდა იქცეს4
დავით დარახველიძე ვიდეომასალას, სადაც ის ქსენოფობიურ განცხადებებს აკეთებს „itv“-ის ფაბრიკაციას უწოდებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X