რუსეთმა და აფხაზეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას კავშირისა და საინფორმაციო
ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. შეთანხმება 4 წლის ვადით
განისაზღვრება. ის გაგრძელებაა 2009 წელს უკვე ხელმოწერილი მემორანდუმებისა, -
იუწყება „აბხაზია ორგ“.
„იმ პირობებში, როცა აფხაზეთი არცთუ დიდი რაოდენობის სახელმწიფოების მიერაა
აღიარებული, ხელმოწერილი შეთანმხმების წყალობით, რესპუბლიკის მოქალაქეებს
საშუალება ექნებათ, სრულფასოვანი წვდომა მიიღონ კავშირის მომსახურებასა და
საინფორმაციო ტექნოლოგიებზე - განუცხადა
„რია ნოვოსტის“ რუსეთის კავშირგაბმულობის
სამინისტროს წარმომადგენელმა. მისი თქმით, ანალოგიურ შეთანხმებას ხელი მოეწერა
ე.წ. სამხრეთ ოსეთთანაც. მათი მოქმედების ვადა ყოველ 4 წელიწადში ავტომატურად
გაგრძელდება.
Internet.ge