ჩილეს დედაქალაქში მასობრივი დემონსტრაცია
გაიმართა. სტუდენტები კიდევ ერთხელ გამოვიდნენ განათლების რეფორმის წინააღმდეგ, რომლის
გატარების აუცილებლობაზეც მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობა საუბრობს. წინასწარი ინფორმაციით,
აქციაში 80 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.
წინა შემთხვევის მსგავსად, მშვიდობიანი
აქცია სანტიაგოში პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. სამართალდამცავებმა მანიფესტანტების
წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს. „ევრონიუსის“ ცნობით, რამდენიმე ადმიანია დაკავებული.
სტუდენტები განათლების სისტემაში
სახელმწიფოს როლის შემცირების წინააღმდეგ გამოდიან. ამ საკითხში მათ მხარს უჭერენ პროფესორ-მასწავლებლებიც.
ისინი ერთად აპროტესტებენ უმაღლესი სასწავლებლების უმრავლესობის კერძო სექტორისთვის
გადაცემის მცდელობას.
ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ ასეთ
სიტუაციაში სტუდენტების უფლებები შემცირდება და დაირღვევა კონსტიტუციის მუხლი თავისუფალი
და უფასო განათლების შესახებ.
Internet.ge