ბრიუსელში დღეს ოსური კულტურის დღეები იწყება, რომელსაც ე.წ. სამხრეთ
ოსეთის, რუსეთისა და ევროკავშირის
ქვეყნების მონაწილეობით დაგეგმილი მრგვალი მაგიდა „თანამშრომლობის ხიდები“
გახსნის, - იუწყება „ოსრადიო“.
მისი ცნობით, ოსური თემების საერთაშორისო ასოციაციის „სანდაიძან“
(აღორძინება) მიერ ორგანიზებული ფორუმი ბელგიის დედაქალაქში, რუსეთის კულტურის
ცენტრში ჩატარდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ საზოგადო მოღვაწეები,
პოლიტიკოსები, ექსპერტები და ჟურნალისტები.
„იმისათვის, რომ ევროპამ გაიგოს და სცნოს სამხრეთ ოსეთი, მან მეტი უნდა გაიგოს ამ
ქვეყნის შესახებ, ოსურ ისტორიასა და კულტურაზე. ამისათვის აუცილებელია საუბარი და
კონტაქტი,“ - განუცხადა „იტარ-ტასს“ მრგვალი მაგიდის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა
როდიონ პუხაევმა.
დღესვე რუსეთის კულტურის ცენტრში ოსი მხატვრების გამოფენა გაიხსენება.
„ოფიციალურად
სამხრეთ ოსეთი ჯერ არ უცვნია ევროკავშირის არც ერთ ქვეყანას და მას კვლავ
საქართველოს რეგიონად განიხილავენ, რაც ართულებს ევროპულ სახელმწიფოებთან
რესპუბლიკის ოფიციალურ კონტაქტებს,“ - აცხადებს „ოსრადიო“.
Internet.ge