ცხინვალის საპროტესტო აქციების ლიდერი და ედუარდ კოკოითის მოწინააღმდეგე, ალა ჯიოევა
ახალ პოლიტიკურ ორგანიზაციას აფუძნებს.
პარტიას
„ირისტონ - სარიბარი ფაზუატ“ (ოსეთი - თავისუფლების მოედანი) ერქმევა.
დამფუძნებელი ყრილობა კი ხვალისთვის იგეგმება.
პარტია,
ამჯერად, ოპოზიციური აღარ იქნება. მისი დამფუძნებლები, რომელთა შორის ცხინვალის
სპეცსამსახურების და რუსეთის „ფსბ“-ს მიერ დევნილი ჯამბულატ თედეევიც არის, ამბობენ, რომ ახალი
პარტია ცხინვალის ახალ რეჟიმს რეფორემის გატარებასა და „სამართლებრივი
სახელმწიფოს“ მშენებლობაში დაეხმარება.
პარტიის
პირველ ყრილობაზე მიწვეულია თავად სეპარატისტული რეჟიმის ახალი ლიდერი
ლეონიდ თიბილოვიც.
Internet.ge