ე.წ. სამხრეთ ოსეთის
რეჟიმმა ახალგორის რაიონში შესასვლელ პუნქტებზე, როგორც თავად უწოდებენ, „საზღვრის
გადაკვეთის პროცედურა“ გაამარტივა.
გაუქმებულია ადრე
არსებული ფორმალური ბარიერები ე.წ. ფორმა №9-ის მისაღებადაც. ეს არის ცნობა,
რომელიც რაიონის მცხოვრებს, რომელიც საქართველოს მოქალაქეობას ინარჩუნებს,
„სამხრეთ ოსეთის პასპორტის“ ნაცვლად ეძლევა.
როგორც
სეპარატისტული რეჟიმის მიერ რაიონის ახლადდანიშნულმა ხელმძღვანელმა ჯემალ
ჯიგკაევმა „ეხო კავკაზას“ განუცხადა, ფორმა №9-ის მისაღებად რაიონის ტერიტორიაზე
ჩაწერა აღარ იქნება აუცილებელი, ხოლო ვისაც ეს საბუთი იქნება, ადგილობრივ
შეღავათებს მიიღებს.
Internet.ge