ცხინვალის ოპოზიციის
ლიდერმა ალა ჯიოევამ პარტია დააფუძნა, რომლის თავმჯდომარეც თავად იქნება.
დამფუძნებელ
ყრილობაზე ითქვა, რომ „ირისტონ - სარიბარი ფაზუატ“ (ოსეთი - თავისუფლების მოედანი) ცხინვალის ახალი რეჟიმის პირობებში ოპოზიციური აღარ იქნება და ის,
ახლადარჩეული ე.წ. პრეზიდენტის ლეონიდ
თიბილოვის მარიონეტული რეჟიმის სამსახურში ჩადგება.
„ოპოზიციური ურთიერთობები წინა
ხელისუფლებასთან მიმართებაში იყო, რაც შეეხება ამჟამინდელ ხელისუფლებას, ჩვენ მზად
ვართ მასთან თანამშრომლობისთვის“ - განაცხადა ჯიოევამ და მოუწოდა ჟურნალისტებს,
აღარ უწოდონ მის ორგანიზაციას ოპოზიციური, როგორც ეს ედუარდ კოკოითის მმართველობის
პერიოდში ხდებოდა.
Internet.ge