ე.წ.
რუსეთ-აფხაზეთის „საზღვარზე“ მიმოსვლა მაქსიმალურად უნდა გამარტივდეს - განაცხადა
მარიონეტული რეჟიმის ლიდერთან შეხვედრისას აფხაზეთის ე.წ. საბაჟო კომიტეტის
ხელმძღვანელმა საიდ ტარკილმა.
ანქვაბის
განკარგულებით, „საზღვარზე“ უკვე გაუქმებულია სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა
და მოქალაქეების დაზღვევა, რომლებიც აფხაზეთში შედიან.
თავის მხრივ,
ანქვაბმა მიმოსვლის კიდევ უფრო გამარტივება მოითხოვა. კერძოდ, მისი დავალებით
გაუქმდება საკარანტინო და ვეტერინარული ინსპექციაც, რომელიც აქამდე მოქმედებდა:
„საზღვარზე არ
ხდებოდა არანაირი ლაბორატორიული შემოწმება. ფორმალური მიდგომა კი უნდა
გამოვრიცხოთ. ის არაეფექტურია და დამატებით პრობლემებს ქმნის,“ - განაცხადა
ანქვაბმა.
აღნიშნული ზომები,
სავარაუდოდ, საკურორტო სეზონის დაწყებას უკავშირდება.
როგორც ცნობილია,
სოჭი, მიმდინარე ოლიმპიურ მშენებლობებთან დაკავშირებით ტურისტებისთვის აღარ არის მიმზიდველი. აფხაზეთში კი
ვარაუდობენ, რომ სოჭის ხარჯზე აფხაზეთში დასვენების მსურველ ტურისტთა ნაკადი ახალ
სეზონზე შარშანდელთან შედარებით, გაიზრდება.
Internet.ge