ცხინვალის ე.წ. დეპუტატი, ბალა ბესტაუტი, რომელიც 10 საათის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ჰყავდათ დაკავებული, გათავისუფლებულია – იუწყება ოსური მედია.
სააგენტო "რეს"-ის ცნობით, ბესტაუტმა გათავისუფლების შესახებ საინფორმაციო საშუალებას თავად აცნობა.
გუშინ გვიან ღამით გავრცელებულმა ცნობამ, "ცნობილი დეპუტატის, გმირისა და საზოგადო მოღვაწის" დაკავების შესახებ ცხინვალში აჟიოტაჟი გამოიწვია.
ბესტაუტი ქვემო ზარამაგის გამშვებ პუნქტზე, ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე დააკავეს. როგორც თავად იტყობინებოდა, მისთვის "ოფიციალური ბრალდება" არ წარუდგენიათ, თუმცა აუხსნეს, რომ დაკავებულია ინტერპოლის სანქციის საფუძველზე, რომელმაც საქართველოს მოთხოვნით, "საბრძოლო მოქმედებების ვეტერანი" საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა.
ბესტაუტის დაკავებისა და გათავისუფლების შესახებ სხვა დეტალები ცნობილი არ არის.
Internet.ge