„ნატოს ჩიკაგოს სამიტზე მიღებული განცხადება დესტრუქციულ
ხასიათს ატარებს და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების
დასაწყებად მოედნის მომზადებას ჰგავს“ - ასეთი დასკვნა გამოიტანეს სეპარატისტებმა
მას შემდეგ, რაც ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა
განაცხადა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი; კიდევ ერთხელ
დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ
საზღვრებში და რუსეთს საქართველოს ოკუპირებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის
აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდა.
აღნიშნული
დასკვნა კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნების სასაზღვრო თანამშრომლობის
ასოციაციის წარმომადგენელმა მიხაილ
ჩერნოვმა გააკეთა.
„რუსეთის პოლიტიკის გახედვის გადაწყვეტილება, შესაძლოა, კავშირში იყოს მხოლოდ
აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიზანმიმართულ ძალისხმევასთან, შეარყიონ სიტუაცია
თავად რუსეთის ფედერაციაში და კერძოდ, ჩრდილოეთ კავკასიაში. ეს პროცესები მოცემულ
მომენტში უკვე მიმდინარეობს“ - განაცხადა ჩერნოვმა და იმედი გამოთქვა, რომ მოსკოვი
თავის პოლიტიკას სამხრეთ კავკასიაში არ გადახედავს.
Internet.ge