აფხაზეთი და ვენესუელა „ორმხრივ კონტაქტებს“ ამყარებენ
11:47 23.05.2012
|
დღის სიახლეები
|
აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის
დელეგაცია ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, ირაკლი ხინთიბას
ხელმძღვანელობით, „დიპლომატიური კავშირების“ გასამყარებლად ვენესუელაში
ჩავიდა.
შეხვედრაზე „ორმხრივი
თანამშრომლობის მაქსიმალურ სპექტრზე“ ისაუბრეს, რაც ვაჭრობის, ეკონომიკური
განვითარების, კულტურისა და განათლების მიმართულებებს ეხება - იუწყება „ვზგლიადი“.
გადაწყდა, რომ აფახაზი
სტუდენტები ვენესუელას უმაღლეს სასწავლებლებში გაიგზავნებიან, აფხაზეთში კი ესპანური ენის
ფართოდ სწავლება დაიწყება.
აფხაზეთი მას შემდეგ
დაძმობილდა ვენესუელასთან, რაც ოფიციალურმა კარაკასმა მისი ე.წ. დამოუკიდებლობა
აღიარა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|