კრასნოდარის მხარის გუბერნატორი და რუსეთის პრეზიდენტის ე.წ.
სპეცწარმომადგენელი აფხაზეთში ალექსანდრე ტკაჩოვი თვლის, რომ კრემლში, საქართველოს
ოკუპირებული რესპუბლიკების კოორდინატორად დანიშნული ტატიანა გოლიკოვა მის
„სფეროებში“ არ შეიჭრება, თუმცა, ჯერ-ჯერობით, ტკაჩოვმა და გოლიკოვამ ეს სფეროები
ვერ დაინაწილეს.
„გოლიკოვა, როგორც მესმის, საბიუჯეტო მშენებლობის საკითხებით
იქნება დაკავებული, იმ დახმარებით, რასაც რუსეთი ახროციელებს აფხაზეთის
რესპუბლიკასთან მიმართებაში,“ - განაცხადა ტკაჩოვმა, რომელიც ამბობს, რომ მისი სფერო, აფხაზეთთან ეკონომიკური და
პოლიტიკური თანამშრომლობაა.
ტატიანა გოლიკოვა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აფხაზეთისა და
ე.წ. სამხრეთ ოსეთის კურატორად კრემლში ვლადიმერ პუტინის დაბრუნების შემდეგ
დაინიშნა.
თავად გოლიკოვამ, კითხვაზე, თუ რა შევა მის
უფლება-მოვალეობებში, უპასუხა, რომ ის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური
განვითარების საკითხებით დაკავდება. თხოვნაზე, დაეზუსტებინა, კიდევ რა ფუნქციები
ექნებოდა მარიონეტული რეჟიმების ახალ კურატორს, გოლიკოვამ განაცხადა: „პრეზიდენტი
განსაზღვრავს“.
Internet.ge