აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი აცხადებს, რომ არ აპირებს
ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს დაკარგულთა იდენტიფიკაციისა და ექსგუმაციის
საკითხის პოლიტიზირებას.
„ეს ჰუმანიტარული საკითხია და ჩვენ მის პოლიოტიზირებას არ
ვაპირებთ“ - განაცხადა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ლეონიდ ლაკერბაიამ წითელი კვირის საერთაშორისო კომიტეტის მისიის
ხელმძღვანელთან, ლუკ
ჰაასთან შეხვედრისას.
ჰაასმა განაცხადა, რომ 8 მაისს, 4 ცხედრის ექსგუმაცია მოხდა და მათ იდენტიფიკაციაზე მუშაობა
ინტენსიურად მიმდინარეობს.
აფხაზეთის ე.წ. მთავრობა აპირებს, კომისიას, რომელიც ამ
საკითხზე მუშაობს, უკეთესი პირობები შეუქმნას, რისთვისას 2012 წლის შემოდგომისთვის
სოხუმის მორგში დამატებითი განყოფილება გაიხსნება.
internet.ge