აფხაზეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელმაც სეპარატისტების ინფორმაციით „უკანონოდ გადალახა საზღვარი“.
შალვა ხუხუა აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმმა გალის რაიონში აიყვანა. სოხუმის ინფორმაციით, მას თან ჰქონდა მაკაროვის სისტემის პისტოლეტი დამხშობით. ხუხუა შემდგომი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების მიზნით გალის რაიონის უშიშროების განყოფილებაში გადაიყვანეს.
როგორც აფხაზური სააგენტო „აპსნიპრესი“ იუწყება, აფხაზეთის სპეცსამსახურები ამუშავებენ ვერსიას, რომლის თანხმადაც ხუხუა, შესაძლოა, „აფხაზეთის ტერიტორიაზე დივერსიულ-ტერორისტული აქტების ჩადენასთან იყოს კავშირში“.
Internet.ge