ამიერიდან, რუსი ტურისტები ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი ჩქაროსნული
მატარებლით მოხვდებიან.
სარკინიგზო მიმოსვლა დღეიდან იწყება. მოსკოვის კურსკის
სადგურიდან 15-ვაგონიანი შემადგენლობა, მატარებელი №075 „მოსკოვი-სოხუმი“ დღეიდან
ყოველდღიურად იმოძრავებს.
მატარებელში არის ბიოტუალეტები და რესტორანი.
სოხუმის მიმართულებით ასევე მოძრაობს
ელექტრომატარებელი „ადლერი-სოხუმი“.
როგორც „აბხაზია ორგ“ წერს, რუსი ტურიტებისათვის „აფხაზეთ-რუსეთის საზღვრის“
გადაკვეთა სარკინიგზო ტრანსპორტით გაცილებით მოსახერხებელია.
Internet.ge