სოხუმი ანტიუგუასა და ბარბუდას დამოუკიდებლობის აღიარებას სთხოვს.
„ანტიგუას პრემიერ-მინისტრმა ბოლდუინ სპენსერმა მიმდინარე კვირაში მოლაპარაკებები გამართა დოქტორ ირაკლი ხინთიბასთან (აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან), რომელიც სახელმწიფოს სახით აღიარებას ეძებს“ - იუწყება Caribbean Journal.
გამოცემის ცნობით, ხინთიბა-სპენსერის მოლაპარაკებები მთლიანად აფხაზეთის აღიარების თხოვნაზე იყო დაფუძნებული.
სპენსერის კანცელარიის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა „აღიარა პრობლემის არსებობა, რომელსაც აფხაზეთი აღიარებისკენ სწრაფვისას შეეჯახა“ და დაპირდა ხინთიბას, რომ „გააგრძელებს ამ საკითხზე დიალოგს აფხაზეთის ოფიციალურ პირებთან“. თუმცა აღიარების შესახებ რაიმე კონკრეტული პირობა ანტიგუას პრემიერს არ დაუდია.
internet.ge