GE / EN
საინფორმაციო პორტალი
რეგიონი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ცხინვალი თბილისისგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს
11:33 04.06.2012
დღის სიახლეები

ჯერჯერობით სამხრეთ ოსეთს საქართველოს მხრიდან არ აქვს უსაფრთხოების გარანტიები, ამიტომ მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები შეუძლებელია - განუცხადა „იზვესტიას“ ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით სანაკოევმა.

მისი თქმით, ამჟამად კონტაქტის ერთადერთი ფორმატი ჟენევის დისკუსიებია, რომელზეც, რუსეთთან ერთად, ცხინვალის მთავარი მიზანი ქართული მხარისგან უსაფრთხოების გარანტიების მიღებაა.

„ეხლა, როცა ეს გარანტიები არ არსებობს, პირდაპირი მოლაპარაკებები საქართველოსთან შეუძლებელია. ჯერ ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ ახალი აგრესიის საშიშროება ჩვენი ხალხის წინააღმდეგ“ - აღნიშნა სანაკოევმა. მისივე თქმით, დამოუკიდებლობის მიღწევა ცხინვალისათვის პრიორიტეტულ საკითხად რჩება და მისი უწყება ამ მიმართულებით საერთაშორისო საზოგადოებასთან აქტიურ მუშაობას გეგმავს.

„ამ მიმართულებით ჩვენ უკვე გვაქვს ურთიერთგაგება ზოგიერთ ახალ ქვეყანასთან, მაგრამ ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ მათთანაც, ვისთანაც კონსტრუქციული დიალოგი ჯერ არ გავქვს“ - დასძინა მან. ამასთან, სანაკოევს არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყნებთან  აქვთ ეს „ურთიერთგაგება“ და რომელთან - არა. თუმცა აღნიშნა, რომ განსაკუთრებული მუშაობა ევროპის ქვეყნებთან მიმდინარეობს.

კითხვაზე, იყო თუ არა შეთანხმებული ცხინვალის რეჟიმთან სერბეთის პრეზიდენტის განცხადება იმის შესახებ, რომ შესაძლოა სერბეთის პარლამენტმა აღიაროს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, სანაკოევმა უპასუხა, რომ პრეზიდენტ ტომისლავ ნიკოლიჩთან ეს საკითხი არ განხილულა.

„მე ახლახანს შევუდექი ამ თანამდებობაზე მუშაობას და არ მაქვს სრული ინფორმაცია საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე, რომელსაც ჩვენი მთავრობა წყვეტს, მათ შორის, სერბეთთან. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში მე მექნება წარმოდგენა, რამ უბიძგა ნიკოლიჩს ასეთი განცხადება გაეკეთებინა“ - განაცხადა დავით სანაკოევმა.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
11 საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრა გაიმართა1
ვასილ ჭყოიძეს დღეს დაკრძალავენ2
პოლიციელებმა აზებაიჯანელ მოქალაქეს 77 ჭრილობა მიაყენეს3
“კავკასუს ონლაინი“ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე განცხადებას ავრცელებს4
გოგა გრიგალაშვილმა პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X