GE / EN
საინფორმაციო პორტალი
რეგიონი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ცხინვალი ეუთოს პირობებს უყენებს და ტერმინ „ოკუპაციას“ აპროტესტებს
11:31 05.06.2012
დღის სიახლეები

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ჟენევის დისკუსიებში ბორის ჩოჩიევმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის მთავარი თემა რეგიონში ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის შემუშავების საკითხი და ტერმინ „ოკუპაციაზე“ მსჯელობა იქნება.

ჩოჩიევის თქმით, ბოლო პერიოდში აშშ-მა და სხვა დასავლურმა ქვეყნებმა აქტიურად დაიწყეს ტერმინ „ოკუპირებული ტერიტორიების“ გამოყენება, რაც მარიონეტულ რეჟიმებს მიუღებლად მიაჩნიათ.

„ჩვენ ვაცხადებთ, რომ ეს ტერმინი ჩვენს მიმართ უსაფუძვლოდ გამოიეყენება. ჩვენ გვაქვს საშუალება ჟენევის დისკუსიების ყველა მონაწილის თანხმობით წამოვჭრათ ეს და სხვა საკითხები და შევიტანოთ ის დისკუსიების დღის წესრიგში,“ - განაცხადა ჩოჩიევმა და დასძინა, რომ თუ ასე არ მოხდება, ცხინვალი ჟენევის მორიგ რაუნდებში მონაწილეობის საკითხს გადახედავს.

მისი თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთმა მიაღწია იმას, რომ ამ საკითხის განხილვა მოხდება არა მარტო პლენარულ სხდომაზე, არამედ საინფორმაციო სესიაზე, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებათა რაუნდამდე ერთი დღით ადრე გაიმართება.

„ჟენევის დისკუსიების მოედანი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ გვაქვს საშუალება ჩვენი პოზიცია საერთაშორისო საზოგადოებამდე მივიტანოთ. პლიუსები ცოტაა, მაგრამ ის, რაც არის, უნდა გამოვიყენოთ“ - განაცხადა ჩოჩიევმა სააგენტო „რეს“-თან საუბრისას.

ჩოჩიევმა, ასევე, კომენტარი გააკეთა ეუთოს მისიის განცხადებაზე ცხინვალში ოფისის გახსნასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „ასეთი განცხადება შეიძლება გაეკეთებინა მხოლოდ იმ ადამიანს, რომელიც საერთოდ არ იცნობს სამხრეთ ოსეთის პოზიციას ეუთოსთან მიმართებაში 2008 წლის აგვისტოს შემდეგ.“

„ეუთო ხელს უწყობდა სააკაშვილის ავანტურული გეგმის განხორციელებას. ამ ორგანიზაციამ, რომელიც სამხრეთ ოსეთში ვითარების მონიტორინგს ატარებდა, საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს ხელისუფლების გეგმები დაუმალა და რაც მთავარია, შემდგომაც, მათ არ მისცეს შეფასება საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს“ - განაცხადა ჩოჩიევმა. მისი თქმით, ეუთოს ე.წ. სამხრეთ ოსეთში დაბრუნება მხოლოდ მას შემდეგ შეუძლია, თუ ის ყველა აუცილებელ პირობას შეასრულებს. ამ პირობებიდან კი ყველაზე მთავარი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარება და 2008 წელს საქართველოს ქმედებების ობიექტური შეფასებაა.

ბორის ჩოჩიევი ჟენევაში 7-8 ივნისს დაგეგმილ მოლაპარაკებებში ცხინვალის დელეგაციის ხელმძღვანელის სტატუსით ბოლოჯერ მონაწილეობს. მომავალი შეხვედრებიდან მას სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მურატ ჯიოევი შეცვლის.


internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ვანო მერაბიშვილმა შიდა ქართლში რამდენიმე ობიექტი მოინახულა1
დეპუტატების ხელჩართული ჩხუბი და მკვლელობის მცდელობა პირდაპირ ეთერში (VIDEO)2
მოსკოვს მოუწოდებენ „მკვლელებისთვის“ იარაღის მიწოდება შეწყვიტოს3
ცსკ-სა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის მრგვალი მაგიდა გაიმართება4
მაია ფანჯიკიძე ჩეხეთის ელჩს შეხვდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X