„ყარაბაღის გათავისუფლების ორგანიზაცია“ საომარი მოქმედებების მასშტაბების გაფართოებას მოითხოვს
აზერბაიჯანში მოქმედმა „ყარაბაღის გათავისუფლების
ორგანიზაციამ“ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე გამწვავებულ ვითარებასთან
დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მომხდარმა
მოვლენებმა აზერბაიჯანული არმიის მაღალი საბრძოლო მზადყოფნა და მოწინააღმდეგეზე
უპირატესობა აჩვენა. სომხეთის მოსახლეობა პანიკაშია, დეზერტირობამ კი მასობრივი
სახე მიიღო - წერს Vesti.Az.
ამასთან, „ყარაბაღის გათავისუფლების ორგანიზაცია“
აცხადებს, რომ „აზერბაიჯანმა მაქსიმალური მოგება უნდა მიიღოს შექმნილი სიტუაციიდან
და გააფართოოს საომარი მოქმედებების მასშტაბები, რათა სამუდამოდ გაათავისუფლოს
ოკუპირებული ტერიტორიები“.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სომხეთს არცერთი
საზღვარგარეთული ქვეყანა არ უწევს დახმარებას და არც აპირებს მის სასარგებლოდ
ჩაერიოს მოვლენებში, რადგან „მსოფლიოს უკვე ესმის, რომ სიმართლე აზერბაიჯანის
მხარეზეა,“ - ნათქვამია განცხადებაში.
internet.ge