ცხინვალის სახალხო პარტია რუსეთს ნეიტრალური პასპორტების მფლობელების დევნისკენ მოუწოდებს
ცხინვალის
სახალხო პარტია მარიონეტული რეჟიმის სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს და იმ
პირთა მიმართ, ვისაც საქართველოს მიერ ინიცირებული ნეიტრალური პასპორტების აქვთ
აღებული, დევნის დაწყებისკენ მოუწოდებს.
„ვთხოვთ
სამხრეთ ოსეთის „კგბ“-სა და საგარეო დაზვერვის სამსახურს, მიიღონ შესაბამისი
ზომები ამ პირთა მიმართ. ასევე მივმართავთ რუსეთის სამართალდამცველ ორგანოებს,
სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებში მსგავსი „ნეიტრალური“ დოკუმენტების აღმოჩენისას
დააკავოს აღნიშნული პირები, როგორც სახელმწიფო დამნაშავეები და გადმოსცეს ისინი
სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას ორმხრივი შეთანხმებების შესაბამისად - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
internet.ge