რუსეთის „ფსბ“-ს სასაზღვრო სამსახურმა აფხაზეთის „ფსბ“-სთან
ერთად ოკუპირებულ აფხაზეთში „რუსეთის დღე“ სპორტული ღონისძიებით აღნიშნა.
შეჯიბრი არმრესტლინგში, ესტაფეტაში, მაგიდის ჩოგბურთში და
პისტოლეტიდან სროლაში რესპუბლიკურ სტადიონზე ჩატარდა. მასში რუსი მესაზღვრეების
ოჯახის წევრები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულებს აფხაზეთში რუსეთის „ფსბ“-ს პრიზი -
დიპლომები და თასი ერგოთ წილად.
„აპსნიპრესის“ ცნობით, რუსი მესაზღვრეები სოხუმში უკვე
მესამე წელია, რაც „რუსეთის დღეს“ აღნიშნავენ.
Internet.ge