რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის
დსთ-სთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობის განყოფილება მიზნად ისახავს „დამოუკიდებელი,
სუვერენული სახელმწიფოების დახმარებას და მათი სახელმწიფოებრიობის განვითარებას“ -
განაცხადა განყოფილების ხელმძღვანელმა იური ვორონინმა. მისი თქმით, რუსეთის
ამოცანაა, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში „ადამიანებმა იცხოვრონ კომფორტულად,
რათა მათთვის ხელმისაწვდომი იყოს
თანამედროვე საზოგადოების ცივილური მიღწევები“.
ვორონინმა კონკრეტულ ამოცანებს შორის დაასახელა დსთ-ში, მათ შორის ოკუპირებულ
რეგიონებშიც, „ერთიანი საპენსიო სივრცის“ შექმნა, რათა ყველა სახელმწიფოში
საპენსიო უფლებები თანაბარი იყოს.
დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორი კონსტანტინე ზატული აცხადებს, რომ ვლადიმერ
პუტინისთვის ცნობილია ის კორუფციული სქემები, რომლითაც ბოლო წლების განმავლობაში
რუსეთიდან ცხინვალის რეგიონში გადარიცხულ ფულს აქრობდნენ. ამიტომ ახალმა
პრეზიდენტმა საჭიროდ ჩათვალა აფხაზეთსა და ე.წ. სმხრეთ ოსეთში მიმავალი ფინანსური
ნაკადების გაკონტროლება, რისთვისაც აღნიშნული ახალი განყოფილება შექმნა.
internet.ge