აფხაზი ექსპერტი ინალ
ხაშიგი, რომელიც გასულ კვირას სერბეთში იმყოფებოდა, ამბობს, რომ „სერბეთში
აფხაზეთის აღიარების საკითხი არ განიხილება“.
„მე ვეკონტაქტე იქ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, მაგრამ აფხაზეთის აღიარების საკითხი, არ განიხილება. მე საინფორმაციო გადაცემებსაც ვუყურებდი, გაზეთებსაც ვათვალიერებდი, მაგრამ აფხაზეთზე ერთი სიტყვაც არ მინახავს“ - განაცხადა ხაშიგმა.
როგორც ცნობილია, ცოტა
ხნის წინ სერბეთის ახალმა პრეზიდენტმა
ტომისლავ ნიკოლიჩმა მოსკოვში ვიზიტისას განაცხადა, რომ შესაძლოა, სერბეთის
პარლამენტმა აფხაზეთის აღიარების საკითხი განიხილოს. თუმცა აფხაზი ექსპერტი
ამბობს, რომ მოსკოვში წარმოთქმული ეს სიტყვები, მისი აზრით, ნიკოლიჩმა სერბეთში
ჩასვლისთანავე დაივიწყა.
„ნიკოლიჩმა ეს თქვა
მოსკოვში და მე მაქვს შთაბეჭდილება, რომ ჩასვლისას (სერბეთში) აღარც ახსოვდა ამის
შესახებ. ეს, ერთგვარი, რევერანსი იყო რუსეთისთვის. მე ველაპარაკე ადგილობრივ
ექსპერტებს და ისინი ამბობენ, რომ პარლამენტის უმრავლესობა ნიკოლიჩის ოპოზიციაა, ამდენად, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების
საკითხი რომ დადგეს პარლამენტში, ისინი, საეჭვოა, რომ ხმას მისცემენ ამ
გადაწყვეტილებას“ - განაცხადა ინალ ხაშიგმა.
Internet.ge