ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების
მექანიზმის ფარგლებში, რიგით 24-ე შეხვედრის დაწყებამდე ოსმა
სამართალდამცავებმა საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს შსს-ს ანალიტიკური
დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა, 55 წლის ზაზა თავაძე
შეხვედრის დაწყებამდე გათავისუფლდა.
„თავაძე ქართველების კონტროლირებად
ტერიტორიაზე იმყოფება. დამატებით კითხვებზე მოგვიანებით გაგცემთ პასუხს“,-
აცხადებს უტიაშვილი.
internet.ge