აფხაზეთის საგარეო უწყება საქართველოს მიერ განახლებულ ტერორისტულ აქტებზე განცხადებას ავრცელებს
აფხაზეთის ე.წ.
უშიშროების საბჭოს კვალდაკვალ განცხადებას ავრცელებს ე.წ. საგარეო საქმეთა
სამინისტროც, რომელიც ასევე გალის რაიონში „საქართველოს მიერ განახლებულ
ტერორისტულ საქმიანობაზე“ იუწყება. ამის შესახებ „აპსნიპრესი“ წერს.
„ამ რაიონში
ტერაქტების სტატისტიკა მოწმობს საქართველოს მიერ მიზანმიმართული კამპანიის
წარმოებას აფხაზეთის ამ რაიონის მოსახლეობის დასაშინებლად. განსაკუთრებით მათ
დასაშინებლად, ვინც აფხაზეთის კანონიერ ხელისუფლებასთან თანამშრომლობს“ - აცხადებს
მარიონეტული საგარეო უწყება და დასძენს, რომ ქართული მხარე „აფხაზეთის
სამართალდამცავი სტრუქტურების“ რიგი თანამშრომლების წინააღმდეგაც მოქმედებს.
გალის რაიონში დაძაბულობის ესკალაციაზე
პასუხისმგებლობას „სამინისტრო“ ქართულ მხარეს აკისრებს და ჟენევის დისკუსიების
მონაწილეებს მოუწოდებს, „აიძულოს თბილისი, შეწყვიტოს აფხაზეთის ტერიტორიაზე
ტერორის აქტები“.
internet.ge