გალის რაიონიდან
გატაცებული 35 წლის ადგილობრივი ლაშა ბელქანია სახლში დაბრუნდა. ადგილობრივები
მისი ისტორიის დეტალებს არ ახმაურებენ - წერს აფხაზური მედია და აღნიშნავს, რომ
ბელქანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“
იუწყებოდა, 22 ივნისს ბელქანიას გატაცების შესახებ აფხაზეთის ე.წ.
სამართალდამცავები იუწყებოდნენ. ე.წ. შსს-ს გალის რაიონულ განყოფილებაში კი
ამტკიცებდნენ, რომ ბელქანიას გამტაცებლები ქართველები იყვნენ, რადგან ისინი, მათი
ინფორმაციით, „მეგრულად საუბრობდნენ“.
ინფორმაცია ბელქანიას
გატაცებისა და თავდამსხმელების ქართული წარმომავლობის შესახებ სეპარატისტებმა მას
შემდეგ გაავრცელეს, რაც მარიონეტულმა ე.წ. საგარეო უწყებამ და ე.წ უშიშროების
საბჭოს იმის მტკიცება დაიწყეს, რომ გალის რაიონში კრიმინოგენურ სიტუაციას ქართული
სპეცსამსახურები ძაბავენ და დივესრიულ-ტერორისტულ საფრთხეს ქმნიან.
internet.ge