ცხინვალში ე.წ. პარლამენტის სპიკერის სავარძელს ვერ იყოფენ
ცხინვალელი
კომუნისტების ლიდერი, ე.წ. პარლამენტის ყოფილი სპიკერი სტანისლავ კოჩიევი,
რომელსაც პოსტი ედუარდ კოკოითის დროს შანტაჟით დაატოვებინეს, რეგიონში ახალი
რეჟიმის მოსვლის შემდეგ ძველ პოსტზე სასამართლოს ძალით აღადგინეს. თუმცა კოჩიევი
თანამდებობას ვერ იკავებს, რადგან ზურაბ კოკოევი, რომელმაც ის გადაყენების შემდეგ
შეცვალა, თავის პოზიციებს არ თმობს.
კოჩიევი
და კოკოევი კაბინეტის გასაღებს ვერ იყოფენ. კომუნისტების ლიდერი დღესაც ამაოდ
მივიდა „პარლამენტში“, მაგრამ კუთვნილ კაბინეტში ვერ მოხვდა.
ამასთან, კოკოევი თავის მხარდამჭერებთან ერთად ცდილობს, ისევ დააყენოს კოჩიევის
უფლებამოსილების საკითხი და პოსტი შეინარჩუნოს.
ამ
დაძაბულობის გამო სტანისლავ კოჩიევი ცხინვალური „დემოკრატიის“ დისკრედიტებით
იმუქრება და ამბობს, რომ თუ სიტუაცია არ განიმუხტება, კომუნისტური პარტია საერთოდ
დატოვებს „პარლამენტს“.
Internet.ge