აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით აზერბაიჯანული მედია იუწყება, რომ სომხურმა მხარემ გუშინ და დღეს ისევ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რის პასუხადაც აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ოფიციალური ბაქოს განცხადებით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების გამწვავების დღიდან სომხურ მხარეს 10, აზერბაიჯანის შეიარარებულ ძალებს კი 5 სამხედრო დაეღუპათ.
Internet.ge