45 ბავშვი ცხინვალის რეგიონიდან საზაფხულო არდადეგებზე აფხაზეთში გაგზავნეს. ისინი
ორ კვირას გაგრაში გაატარებენ.
სააგენტო
„რეს“-ის ცნობით, აფხაზეთის ე.წ. მთავრობის მიწვევით გაგრაში 10-დან 14 წლამდე
ბავშვები დაისვენებენ. მათი უმრავლესობა ნაკლებადუზრუნველყოფილი ოჯახებიდან არის.
ბავშვებს
გაგრამდე ავტობუსებით ჩრდილოეთ ოსეთიდან ჩაიყვანენ. მათ ცხინვალის ავტოინსპექცია
მიაცილებს.
internet.ge