GE / EN
საინფორმაციო პორტალი
რეგიონი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
თიბილოვი ზარდიანთკარში მოსახლეობის დაბრუნებას ეწინააღმდეგება
17:38 02.07.2012
დღის სიახლეები

ზარდიანთკარის მოსახლეობის ნაწილი დატოვებს საკუთარ სახლებს, თუკი საქართველოს შსს უახლოეს მომავალში არ იღებს სოფელში რამდენიმე დღის წინ ჩადგმულ პოლიციის პოსტს - განაცხადა მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

„პოსტი, რომელიც შაბათს ჩადგეს, 2 დღეში 30 სამხედრო მსოამსახურით გააძლიერეს. ამ სოფლის მოსახლეობა ძირითადად ოსები არიან და დაახლოებით 8 ოჯახმა უკვე დატოვა იქაურობა. მათ ჩვენ მოგვმართეს თხოვნით, დავეხმაროთ სიტუაციის გადაწყვეტაში“ - განაცხადა თიბილოვმა.

ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა გადაწყვიტოს სეპარატისტულმა რეჟიმმა საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე პოლიციის პოსტის დადგმა-აღების საკითხი. თუმცა პოლიციის პოსტზე აპელირება უკვე შანტაჟის ხასიათს იძენს. ოსური მხარე კვლავ მოითხოვს ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შეხვედრას, რათა კიდევ ერთხელ შეეცადონ მიაღებინონ ქართულ მხარეს პოსტის აღების გადაწყვეტილება.

თიბილოვი აცხადებს, რომ პოლიციის ზარდიანთკარში ჩაყენებას ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სასაზღვრო გზის“ გაკონტროლების მცდელობას ემსახურება.

როგორც ცნობილია, ზარდიანთაკრში პოლიციის პოსტის განთავსების შესახებ შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ სოფელში ქართული, ისევე როგორც დევნილი ოსი მოსახლეობის, დაახლოებით, 100-მდე ოჯახის დაბრუნება იგეგმება და ხელისუფლება უსაფრთხოების დასაცავად შესაბამის ზომებს იღებს.

Internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბავშვთა სამყაროს მოვაჭრეებმა საკრებულოსთნ კარვების გაშლა სცადეს1
კოსტავას გამზირისა და გმირთა მოედნის დამაკავშირებელი ესტაკადა გაიხსნა2
„ქდმ“ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს3
ნორვეგიის პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გადადგა4
მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში სასტუმროს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X