მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში სეპარატისტები ვითარების გამწვავებით იმუქრებიან
ცხინვალის მარიონეტული
რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ „მხოლოდ ზარდიანთკარში
ქართული მხარის მიერ განთავსებული პოლიციის პოსტის ძველ ადგილზე დაბრუნება დაიცავს
მოსახლეობას დაძაბულობის რეციდივებისგან“.
მარიონეტული უწყება
აცხადებს, რომ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად სოფელში, სადაც დევნილები უნდა
დაბრუნდნენ, მათი უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად პოლიციის პოსტის განთავსება დესტაბილიზაციის მცდელობაა.
„საქართველოს სამხედრო
პოტენციალის ზრდა, აგრესიული რიტორიკა სამხრეთ ოსეთის მიმართ, მუდმივი პროვოკაციები
საზღვრისპირა ტერიტორიებზე მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება ისევ
ისახავს მიზნად სიტუაციის დაძაბვას და რევანშისტული გეგმები აქვს“ - ნათქვამია სეპარატისტული
რეჟიმის ე.წ. საგარეო უწყების განცხადებაში.
ოსური მხარე ევროკავშირის
სადამკვირვებლო მისიასაც ადანაშაულებს, რომელიც, სეპარატისტების თქმით, დუმს და
არაფერს ამბობს მათი პასუხისმგებლობის ზონაში ცხინვალის საზღვრის სიახლოვეს
ქართული პოლიციის პოსტის „უკანონოდ “ ჩადგმის შესახებ.
ამასთან დაკავშირებით,
ე.წ. სამინისტრო აღნიშნავს, რომ არაერთხელ მოუწოდა თბილისს „საზღვრის“
დელიმიტაციისა და დემარკაციის შესახებ, მაგრამ ქართული მხარე, რასაკვირველია,
არანაირი საზღვრების დაწესებას და მითუმეტეს გაყოფას არ აპირებს.
თუ პოლიციის პოსტს ძველ
ადგილზე არ დააბრუნებენ, მარიონეტული რეჟიმი რეგიონში ვითარების გამწვავების
პროგნოზს აკეთებს.
internet.ge