უახლოეს დღეებში, ოკუპირებულ
ცხინვალის რეგიონს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი
და ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ოკუპირებული რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური
განვითარების საკითხებში - ტატიანა გლიკოვა ეწვევიან.
ბოლო პერიოდში უშიშროების
მდივნის მოადგილემ საგრძნობლად მოუხშირა ცხინვალში ვიზიტებს და ერთი თვის
განმავლობაში უკვე მესამედ ჩადის.
მოსკოვსა და ცხინვალს შორის ინტენსიურმა მიმოსვლამ ადგილობრივი მოსახლეობის ყურადღებაც მიიპყრო, იმდენად,
რომ მარიონეტული რეჟიმის ლიდერს ლეონიდ თიბილოვს ერთ-ერთ თათბირზე იმის მტკიცებაც
მოუხდა, რომ ნურგალიევის ვიზიტები გეგმიურ ხასიათს ატარებს და არ არის
დაკავშირებული სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობის ესკალაციასთან.
გოლიკოვასა და ნურგალიევის
ვიზიტის ოფიციალურ მიზნად „ორმხრივი შეთანხმებების რეალიზაციაზე მუშაობა“
სახელდება.
Internet.ge