აფხაზი
ექსპერტი ინალ ხაშიგი რადიო „ეხო კავკაზა“-ში სოხუმში რუსეთის უშიშროების საბჭოს
მდივნის მოადგილის რაშიდ ნურგალიევის ვიზიტის არაოფიციალურ მხარეზე საუბრობს.
ოფიციალურად
ითქვა, რომ ნურგალიევის აფხაზეთში ვიზიტი სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებისაა,
თუმცა ინალ ხაშიგი დარწმუნებულია, რომ მისი გალის რაიონში ჩასვლა და რუსი
მესაზღვრეების მონახულება არა სოციალურ-ეკონომიკურ, არამედ უფრო უსაფრთხოების
თემას უკავშირდებოდა.
„ვფიქრობ
ნურგალიევის ვიზიტი, ასე თუ ისე, დაკავშირებულია მომავალ ოლიმპიადასთან და
აფხაზეთის უსაფრთხოების საკითხი, როგორ მოხდება საზღვრის დაცვა - ეს ყველაფერი მას
ძალიან აინტერესებდა, რადგან ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, როცა საუბრობდნენ, რომ
რუსეთში ოლიმპიადის ჩატარება შეუძლებელი იყო, ბევრი ექპერტი აქცენტს იმ
საფრთხეებზე აკეთებდა, რასაც მოიცავს გადაუჭრელი ქართულ-აფხაზური კონფლიქტი. ახლა,
უსაფრთხოების საკითხი ის არის, რაზეც რაშიდ ნურგალიევმა თავისი ყურადღების
აქცენტირება მოახდინა“ - განაცხადა ინალ ხაშიგმა.
ის ვარაუდობს, რომ გალში ნურგალიევის ვიზიტის
შემდეგ რუსი მესაზღვრეების მოქმედებაში კორექტივები შევა.
internet.ge