აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის ლიდერმა, ალექსანდრ ანქვაბმა სპეციალური სხდომა
გამართა, რომელიც რუსული ოკუპაციის ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხებს შეეხებოდა.
თათბირში მონაწილეობას თვითაღიარებული რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები
და სხვა მაღალჩინოსნები იღებდნენ.
ანქვაბს სხვადასხვა წინადადება წარუდგინეს ოკუპირებული
ტერიტორიის საზღვრებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და გამშვები პუნქტების მოსაწყობად.
როგორც „Апсныпресс“ იტყობინება, არაღიარებული რესპუბლიკის
ლიდერმა ძალოვან სტრუქტურებს შორის კოორდინირებულ მუშაობაზე გაამახვილა ყურადღება.
მან, ასევე, აღნიშნა რუს ოკუპანტებთან თანამშრომლობის აუცილებლობა, რათა სხვადასხვა
ექსტრემალურ სიტუაციაში ოპერატიულად მოხდეს რეაგირება.
ამ საკითხებთან დაკავშირებით დღეს აფხაზეთის უშიშროების
საბჭოს გაფართოებული სხდომაც იგეგმება.
internet.ge