რუსეთის
შს ექს-მინისტრი რაშიდ ნურგალიევი, რომელიც ამჯამად უშიშროების საბჭოს მდივნის
მოადგილის პოსტს იკავებს, დსთ-ის ქვეყნების, ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის
რეგიონის სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების განვითარებით დაკავდება.
ამის
შესახებ კრემლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ივანოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ნურგალიევს ამისათვის კარგი გამოცდილება აქვს.
შეგახსენებთ,
რაშიდ ნურგალიევი ბოლო ერთი თვის განმავლობაში ცხინვალში სამჯერ, სოხუმში კი ორჯერ
იმყოფებოდა, სადაც მან უპირველეს ყოვლისა, ე.წ. სასაზღვრო რაიონები - გალი და
ახალგორი დაათვალიერა.
აფხაზმა
ექსპერტმა ინალ ხაშიგმა ამ ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სავარაუდოდ,
ნურგალიევმა გალში განთავსებულ მესაზღვრეებს მითითებები მისცა, რის შემდეგაც ისინი
თავის მოქმედებაში კორექტივებს შეიტანენ.
Internet.ge