GE / EN
საინფორმაციო პორტალი
რეგიონი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ცხინვალმა რუსეთის გენერალურ პროკურატურას 21 სისხლის სამართლის საქმე გადასცა
13:59 10.07.2012
დღის სიახლეები

ცხინვალმა რუსეთის გენერალურ პროკურატურას 21 სისხლის სამართლის საქმე გადასცა, რომლებიც რუსული ფინანსური დახმარების ძარცვისა და დატაცების ფაქტებზეა აღძრული.

გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რაზე დაიხარჯა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გამოყოფილი 43 მილიარდი რუბლი, რომელიც რეგიონის აღდგენასა და მოსახლეობას უნდა მოხმარებოდა -წერს გაზეთი „იზვესტია“.

ადგილობრივი სამართალდამცავები თვლიან, რომ  მხოლოდ რუს ძალოვნებს შეუძლიათ ამ საქმეების ბოლომდე მიყვანა.

ცხინვალის პროკურატურაში საქმეები ბოლომდე იმიტომ ვერ მიჰყავთ, რომ ამ კორუფციულ სქემებში ძირითადად რუსეთის მოქალაქეები არიან გარეულები.

„ჩვენ ვერ შევძელით ამ საქმეების ბოლომდე მიყვანა, რადგანაც მათი ფიგურანტები რუსეთის მოქალაქეები არიან“ - განაცხადა ცხინვალის პროკურორის მოადგილე გიორგი კაბულოვმა.

43 მილიარდი რუბლი საკმაოდ დიდი თანხაა იმისათვის, რომ რეგიონი რუსული აგრესიის შემდეგ არა მარტო აღდგენილიყო, არამედ მის მაცხოვრებლებს კომფორტულადაც ეგრძნოთ თავი. მიუხედავად ამისა, ცხინვალში დღეს მხოლოდ ე.წ. კარკასები, ნახევრად აშენებული ნაგებობები და ნანგრევები დგას - წერს „იზვესტია“ და აკონკრეტებს, რომ გაფლანგულია ფული, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის ბიუჯეტმა (30 მილიარდი),  „გაზპრომმა“  (10 მილიარდი),  მოსკოვის მთავრობამ (2 მილიარდი) გაიღო, 1 მილიარდი კი საქველმოქმედო სპეცანგარიშზე მოგროვდა.

internet.ge 
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო1
პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს2
იგორ კოკოშკოვი: „ეს ჩვენთვის დიდი გამარჯვებაა“3
პრეზიდენტმა 7 დღის ვადაში პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა უნდა შეარჩიოს4
ონიშენკო დღეს ქართველ მეღვინეებს შეხვდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X