თუკი ცხინვალში
მომხდარ მკვლელობებში რაიმე კვალი არსებობს, ეს ექს-პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის
კვალია - განუცხადა ოსმა ექსპერტმა ალან პარასტაევმა სააგენტო „რეგნუმს“, ცხინვალის
გენპროკურორის მოადგილის როლან ჩიტაევის მკვლელობის ვერსიებზე საუბრისას.
ექსპერტმა არ
გამორიცხა, რომ ჩიტაევის მკვლელობა, საბოლოოდ, თავად გენპროკურორ მერაბ ჩიგოევის
წინააღმდეგ იყოს მიმართული, რადგან ისინი თანამებრძოლები იყვნენ და ჩიგოევმა
ჩიტაევს კორუფციისა და ფინანსების დატაცების საქმეების გამოძიება დაავალა.
„ვერ
გეტყვით, არის თუ არა მტკიცებულება „ქართული კვალის“ შესახებ - როგორც ამას
სამხრეთ ოსეთის ზოგიერთი დეპუტატი ამტკიცებს, მაგრამ მართალია, რომ საქართველოს
ხელისუფლებას ხელს აძლევს დანაშაულის ზრდა და ისინი სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ
თამაშობენ“ - ამბობს პარასტაევი, თუმცა იქვე დასძენს, რომ „თუკი არის რაიმე კვალი,
ეს ექს-პრეზიდენტ ედუარდ კოკოითისა და მისი დანაშაულებრივი რეჟიმის კვალია“.
internet.ge